აბაშაში სოფელ სეფიეთის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია დასრულდა. მონასტრის სახურავი სრულად შეკეთდა, რაც ფრესკების განადგურების საფრთხეს ქმნიდა. ადგილზე შესრულებული სამუშაოები კულტურის მინისტრმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა დაათვალიერეს.
სპეციალისტების მიერ შემუშავებული სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი ითვალისწინებდა ეკლესიის სახურავის დაზიანებულ ადგილებში საბურველის შეცვლას. ტაძრის გადახურვის სამუშაოები შპს „კირითხურომ“ შეასრულა.