პირველი არხის კიდევ ერთი წარმატებული პროექტი. ორშაბათიდან ჩვენს ეთერში ცნობილი ამერიკული სერიალის, „ინ თრითმენთის“ ქართული ანალოგი „სეანსი“ გადის, რომელმაც საკმაოდ მცირე დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა. ფსიქოთერაპევტისა და პაციენტების სეანსებზე აგებული ფსიქოლოგიური დრამის ყურებადობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.
„სეანსის“ გმირებს ისეთი პრობლემები აწუხებთ, როგორიცაა დეპრესია, გაუცხოება, განქორწინება და სხვა. სერიალში ყველასთვის კარგად ნაცნობი ქართველი მსახიობები თამაშობენ. მათ შორისაა ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი – რეზო ჩხიკვიშვილი. სერიალის პირველი სეზონი 45 ეპიზოდისგან შედგება და მასზე რეჟისორმა, თინათინ გურჩიანმა იმუშავა.