დღეიდან, ახალი ქართული სერიალი „სეანსი“ საქართველოს პირველ არხზე გავა. ფსიქოლოგიური დრამა HBO-ს In treatment-ის ქართული ანალოგია. უპრეცედენტო ტელეპროექტი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „ნოვა პროდაქშენთან“ ერთად განახორციელა. სერიალი ფსიქოთერაპევტისა და მისი პაციენტების ცხოვრების, პრობლემების შესახებ გვიამბობს.
სერიალის ნახვას მაყურებელი ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 22 საათზე შეძლებს.
ახალი დღე