პლატფორმა სცენოგრაფიის პროფესიული განვითარებისთვის.
თბილისი სცენოგრაფიის მეოთხე საერთაშორისო ბიენალეს მასპინძელი იქნება. ცხრა ქვეყნის გამოფენები, სიმპოზიუმი, პრეზენტაციები, მასტერკლასები – ბიენალეს წლევანდელი თემატიკა უკრაინის ომია.
პროექტის მიზანი სცენის დიზაინზე მუშაობა, კულტურათაშორისი დიალოგი და ვიზუალური ხელოვნების სფეროში ჩართული პროფესიონალების ერთმანეთთან დაკავშირებაა. 10-დღიანი ბიენალეს ფარგლებში თბილისში ხელოვანები არაერთი ქვეყნიდან ჩამოვლენ.