თბილისი სცენოგრაფიის საერთაშორისო ბიენალეს უმასპინძლებს.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ხელოვანები საკუთარ გზავნილებს საქართველოში ჩამოტანილი ინსტალაციებით და ნამუშევრებით წარმოადგენენ, თავად კი მასტერკლასებს პანდემიის გამო ონლაინ-ფორმით ჩაატარებენ. ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ ბიენალე თანამედროვე პროფესიების – განათების დიზაინის, ხმის დიზაინის და მულტიმედიური სცენოგრაფიის განვითარებას შეუწყობს ხელს.