საქართველოს პირველმა არხმა თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე შენობის გასხვისებაზე აუქციონი გამოაცხადა.
ამ საკითხზე დღეს გაიმართა სამეურვეო საბჭოს სხდომა, სადაც შენობის აუქციონზე გატანის საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი. აუქციონის პირობები განთავსებულია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. აღნიშნული უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით, მსურველებს მოსაფიქრებლად 30-დღიანი ვადა აქვთ. საქართველოს პირველი არხის მიერ ჩადებულია პირობა, რომ მყიდველი ტერიტორიის განკარგვას პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ტელევიზიის ახალი შენობის მშენებლობის დასრულების შემდეგ შეძლებს. ამასთან, 9 ივნისს საქართველოს პირველმა არხმა ახალი შენობის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.