საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დღეს ახალ გენერალურ დირექტორს აირჩევს. კენჭისყრა 15:00 საათზე გაიმართება. გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ტურში გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება სამეურვეო საბჭომ გუშინ გამართა.
სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, მეორე ტურში გადავიდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი. თუმცა, ალექსანდრე ვახტანგოვმა გასაუბრების დასრულებისას განაცხადა, რომ კანდიდატურას ხსნის.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადებულ ღია კონკურსში სულ რვა კანდიდატი მონაწილეობდა.