საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი საქართველოში კატარის ელჩს, ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავას შეხვდა.
ვიზიტისას ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ შედგა საუბარი, რომელიც წელს პირველად ზამთრის სეზონზე ჩატარდება და მას კატარი უმასპინძლებს. ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი საქართველოს პირველი არხია.
მსოფლიო ჩემპიონატის 64 თამაშს სრულად, 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით, მაყურებელს ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შესთავაზებს.