საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი მარიცა კვანტალიანი გარდაიცვალა

მოულოდნელად გარდაიცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, სპორტული მიმართულების პროდიუსერი და ჩვენი მეგობარი მარიცა კვანტალიანი. პირველ არხზე მან თავდაპირველად „მოამბის“ კორესპონდენტად დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი სპორტულ გადაცემათა რედაქციაში გადავიდა. იყო არაერთი სპორტული გადაცემისა და პროექტის პროდიუსერი, სპორტულ თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმების ავტორი. ამ დრომდე ის „ტაიმ აუტის“ პროდიუსერად მუშაობდა, პარალელურად, საქმიანობდა ტელესკოლის პროექტზე.

„მოამბის“ ყველა თანამშრომლის სახელით ვუსამძიმრებთ მარიცას ოჯახს, მის მეგობრებსა და კოლეგებს.