მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიში პარლამენტს წარუდგინა. ვასილ მაღლაფერიძემ ისაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული, შინაარსობრივი და სამოქმედო პრიორიტეტების შესახებ, დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა საეთერო ბადეში განხორციელებულ სიახლეებზე, მაყურებლისა და მსმენელისთვის პროდუქციის მიწოდების გზებსა და პლატფორმებზე. მოხსენება ასევე ეხებოდა საანგარიშო პერიოდის ბიუჯეტის მაჩვენებლებს და ტექნოლოგიურ სიახლეებს.