საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიში

საქართველოს პირველი არხის 2021 წლის ანგარიში ამჯერად პარლამენტის განათლების და ადამიანის უფლებების კომიტეტში მოისმინეს.

დეპუტატები თანხმდებიან, რომ ადამიანის უფლებების თუ შემეცნებითი-საგანმანათლებლო პროგრამების მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის საეთერო ბადე გამორჩეული და მრავალფეროვანია. აღნიშნეს გადაცემების მაღალი ხარისხი და დაბალანსებული საინფორმაციო გამოშვებებიც. დაისვა კითხვებიც, რომლებიც ძირითადად არხის ყურებადობის მაჩვენებელს და სარედაქციო დამოუკიდებლობას ეხებოდა.