„გადაწყვეტილება“ – ასე ჰქვია საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ პროექტს, რომელიც ოქტომბრიდან ყოველ ოთხშაბათს, 22:30 საათზე გავა ეთერში. გადაცემის წამყვანი გიორგი გვიმრაძე იქნება.
ფორმატით პირველი არხი საზოგადოებას სთავაზობს ფართო დისკუსიას განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებზე. ფორმატი საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულს ჩაერთოს დისკუსიაში, გამოთქვას საკუთარი შეხედულებები, დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები. გადაცემაში წარდგენილი იქნება როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასევე ყველა დაინტერესებული მხარე – მასწავლებელები, მშობლები, განათლების ექსპერტები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გადაცემის გუნდთან ერთად რეგიონებში შეხვედრებს მართავს.
დღეს შეხვედრა ქუთაისში პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა.