სამოქალაქო პლატფორმა „20/20“ საზოგადოებრივ კამპანიას იწყებს სახელწოდებით – „გახდი ხმის მცველი“. ინიციატივის ფარგლებში, ისინი საქართველოს მასშტაბით მოიძიებენ აქტიურ მოქალაქეებს, რომლებიც როგორც მოხალისეები,2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდებიან. პლატფორმა „20/20“ 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სადამკვირვებლო მისიის ინოვაციურიდა ახლებური მეთოდის გამოყენებას გეგმავს.