დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან საქართველოს პირველი არხის ეთერში დებატების გამართვის მოთხოვნით საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია ისევ გაიმართა.
როგორც შეკრებილები აცხადებენ, ისინი სავალდებულო ვაქცინაციას ეწინააღმდეგებიან. აქციის მონაწილეების თქმით, დღეს პირველი არხის ეთერში ამირან გამყრელიძესთან დებატებში უნდა დამსხდარიყვნენ, თუმცა დებატი ვერ შედგა. მათი განმარტებით, მიზეზი ამირან გამყრელიძის ქალაქში არ ყოფნა იყო და დებატები 16 ნოემბრამდე გადაიდო.