საზოგადოება „ქართული“ 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„ქართულის“ თანადამფუძნებლები მწუხარებას გამოთქვამენ საარჩევნო პროცესში გარე ჩარევებთან დაკავშირებით. განცხადების თანახმად, სწორედ „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში გაწერილი სცენარის მიხედვით წარიმართა ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობოების მართული საპროტესტო კამპანია არჩევნების ცნობის წინააღმდეგ. საზოგადოება „ქართულის“ დამფუძნებლები მოუწოდებენ ყველა იმ დასავლურ პოლიტიკურ ძალას, რომელიც დღეს ოპოზიციისა თუ მათი არასამთავრობოების უკან დგას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, ქართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონმდებლობას.