კონსტიტუციაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის ახლებურ განსაზღვრაზე საკუთარი პოზიცია გამოაქვეყნა, საზოგადოებამ, „ქართული“.
საზოგადოების წევრებმა, აღნიშნულ საკითხს ვრცელი განცხადება მიუძღვნეს, რომელშიც საუბარია ქართული ეკლესიის როლსა და მისდამი საზოგადოების მაღალ ნდობაზე. განცხადების ავტორები, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ წინადადებას, „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია“ იწონებენ და მის კონსტიტუციურ დონეზე განმტკიცებას მიესალმებიან. ამავე განცხადებაში, გაერთიანების წევრები, მართლმადიდებლური ეკლესიის სტატუსთან დაკავშირებით, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის პოზიციასაც ეხმაურებიან.