საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმე - სააკაშვილის სასამართლო

დღევანელი სასამართლო პროცესი, წინა სხდომების მსგავსად, ყოფილმა პრეზიდენტმა ძირითადად პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა.

მიხეილ სააკაშვილს ისევ არაფერი უთქვამს ბრალდების საქმეზე, რომელიც საზღვრის უკანონოდ კვეთას ეხება. ბრალდებულის გამოსვლის მეორე ნაწილი მის ჯანმრთელობას დაეთმო. ექს-პრეზიდენტმა ექიმის დახმარება ითხოვა და დარბაზი რამდენიმე წუთით დატოვა. უფლებადამცველები და თანამოაზრეები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობენ და პენიტენციურ სამსახურის მისი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. პირადი ექიმის და დამოუკიდებელი ექსპერტების საკანში ვიზიტი და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა მთავარ მოთხოვნად რჩება.

პროცესი დღესაც ხმაურიანი აღმოჩნდა.