საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

დაკავება საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით. სამართალდამცველებმა თურქეთის მოქალაქე აიყვანეს. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი, ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.