საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ექვსი პირია დაკავებული
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, 6 პირია დაკავებული. მათგან 2 თურქეთის და 4 კი უზბეკეთის მოქალაქეა. ისინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის მიმართულებით ცდილობდნენ. ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.