თბილისში წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სანიტარული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის სტანდარტების ამაღლების პროექტის დასრულების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.
სამწლიანი პროექტი საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებმა, ევროკავშირთან და გაერო-ს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით განახორციელეს.
კონფერენციის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის მართვის უწყებების, ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები წითელ ხიდზე გაემგზავრნენ და საზღვრის ორივე მხარეს სანიტარული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლისთვის განკუთვნილ ახალ ინფრასტრუქტურას – სასაზღვრო ინსპექციის სრულად აღჭურვილ პუნქტს საქართველოს მხარეს და ახალ საბაჟო ტერმინალს აზერბაიჯანის მხარეს დაათვალიერებენ.