აჭარაში საზღვაო სეზონი ოფიციალურად ხვალ იხსნება, თუმცა, მაღალმთიანეთს დამსვენებლების დიდი რაოდენობა უკვე სტუმრობს. ვიზიტორების დიდი ნაწილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ტურისტები განსაკუთრებით ადგილობრივი კერძებით, საუკუნოვანი ძეგლებითა და რეგიონის ისტორიით ინტერესდებიან. რა ელოდებათ ზაფხულის სეზონზე მათ, ვინც დასათვალიერებლად მაღალმთიან აჭარას აირჩევს – მერაბ წულუკიძე და ედუ კოჩალიძე მოგიყვებიან.