საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ნაკრები აშშ-დან 21 მედლით დაბრუნდა.
ნაკრებმა ჩრდილოეთ კაროლინას შტატის სამხედრო ბაზაზე გამართულ საზღვაო ქვეითთა თამაშებში მიიღო მონაწილეობა და სამშობლოში ოქროს 6, ვერცხლის 6 და ბრინჯაოს 9 მედალი ჩამოიტანა. სამხედროებმა სპორტის 6 სახეობაში – ხელის ველოსიპედით შეჯიბრში, ტრენაჟორით ნიჩბოსნობაში, სირბილში, ცურვაში, პნევმატური იარაღით სროლასა და პარაკალათბურთში იასპარეზეს.
შეჯიბრში სულ 7 ქვეყნის სამხედრო მომსამსახურეები მონაწილეობდნენ.