საზეიმო მიღება საპატრიარქოში

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღის აღსანიშნავად საპატრიარქოში საზეიმო მიღება გაიმართა. ილია მეორეს დაბადების დღე პოლიტიკოსებმა, ხელოვანებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა პირებმა მიულოცეს, მათ შორის პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.  პატრიარქს 87 წელი შეუსრულდა. ილია მეორე, ერისკაცობაში – ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს, ვლადიკავკაზში დაიბადა.

25 დეკემბერს კი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინტრონიზაციიდან 42-ე წლისთავი აღინიშნა.