ნატო-ს მოახლოებული სამიტი იყო გამოსვლების ერთ-ერთი მთავარი თემა აშშ-ის საელჩოშიც, სადაც ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ.
ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზი გაუსვა, რომ სამიტზე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი მხარს დაუჭერს, ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერა კი ურყევია. საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვიდნენ პრემიერი და პრეზიდენტიც.
ხელისუფლება ბრიუსელში რეფორმების შედეგად ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის ასახვას ელის.