თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია გრძელდება. პორტალი 10:00 საათზე გაიხსნა. რეგისტრაციას 2-დან 6 წლამდე საქართველოს მოქალაქეები ან ბინადრობის უფლების მქონე ბავშვები შეძლებენ. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს საცხოვრებელ ადგილთან ახლომდებარე რაიონულ სერვისცენტრს ან სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს.