საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, საველე პერსონალის ტრენინგი დაიწყო. აღწერაში მთლიანად ჩართული იქნება 12 000-მდე საველე პერსონალი, ხოლო ამ ეტაპზე ტრენინგში 350-მდე სექტორის ზედამხედველი მონაწილეობს. 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება.