2024 წლის საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საკითხებზე დონორთა კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია რევაზ ჯაველიძემ გახსნა, მონაწილეებს აგრეთვე სიტყვით მიმართეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ და ჰასან მოჰთა-შამიმ, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელმა თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორმა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, საქართველო ითვალისწინებს საერთაშორისო რეკომენდაციებსა და ადასტურებს მზაობას ჩაერთოს მოსახლეობის აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდში. მოსახლეობის აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდად 2015-2024 წლებია განსაზღვრული.