მძიმე სოციალურ პირობებზე საუბრობენ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფელში.
კასრისწყალის მცხოვრებლები ანტისანიტარიას აპროტესტებენ და სოფლიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების სასწრაფოდ გატანას ითხოვენ. პრობლემაა ამორტიზებული გზა და მუნიციპალური ტრანსპორტიც, რომელიც სატენდერო ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო დასახლებას აღარ ემსახურება.