საყდრისის მიდამოებში კიდევ ერთი შესაძლო პრეისტორიული მაღაროს არსებობა არ დადასტურდა – ამის შესახებ საზოგადოებრივი გაერთიანება “საყდრისის დაცვის კომიტეტი“ აცხადებს. მათ კომპანიის ხელმძღვანელებთან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან ერთად საყდრისის კარიერის მიმდებარედ არსებული გამოქვაბული შეამოწმეს.