ბოლო 1 თვეში საქართველოში საწვავი 10-15 თეთრით გაძვირდა.
ფასის მატებას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გლობალურ ბაზრებზე საერთაშორისო ფასს უკავშირებს. ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ბოლო 10 დღეა, რაც სერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ღირებულების კლება შეინიშნება და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, კავშირის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ საწვავის ფასი სქართველოში თვის ბოლომდე შემცირებას დაიწყებს.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში“ კი აცხადებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში საწვავი უფრო ადრე გაძვირდა, ვიდრე საერთაშორისო ბაზრებზე.