ხვალიდან ძალაში შედის კიდევ ერთი კანონი, რომლის მიღებას წინ არაერთი ხმაურიანი განხილვა და საპროტესტო აქციები უძღოდა.
საუბარია შრომითი უსაფრთხოების გამკაცრებულ კანონმდებლობაზე. ცვლილებების მიხედვით, ხვალიდან 40-მდე ობიექტის ნაწილის შემოწმება წინასწარი გაფრთხილების გარეშე ხდება შესაძლებელი. იგულისხმება განსაკუთრებული რისკის შემცველი საწარმოები, – მათ შორის შახტები და მაღაროები, – ასევე სამშენებლო ობიექტები. შრომის ინსპექტორებს მოუწევთ, დეტალურად შეისწავლონ, რამდენად დაცულია ობიექტებზე შრომითი უსაფრთხოება და დასაქმებულის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ კონკრეტულ საწარმოს საქმიანობის უფლება შეუჩერონ.