აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება სავიზო სანქციების შესახებ კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. „ქართული ოცნება“ ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს და 2012 წლამდე პერიოდს იხსენებს, რა დროსაც, მათივე თქმით, ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვეოდა, თუმცა დასავლეთის მხრიდან ფაქტებზე რეაგირება არ ხდებოდა და არც სანქციები წესდებოდა.
ოპოზიციაში შტატების გადაწყვეტილებას სრულიად ლოგიკურად მიიჩნევენ და უფრო მეტიც, იმედი აქვთ, რომ ამერიკას მალე ევროპული ქვეყნებიც მიბაძავენ.