საველე სიტუაციური სწავლება

პირველი ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულმა საველე სიტუაციური სწავლება ჩაატარა.

სწავლება მდინარის სანაპირო ზოლზე ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი სცენარის მიხედვით, სადაზვერვო ქვედანაყოფების ამოცანას სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება, მდინარის ფონის მახასიათებლების შესწავლა და მდინარის ფორსირება წარმოადგენდა. დაზვერვის ქვედანაყოფის ათეულებმა მდინარის ფორსირება, ასევე ჩასაფრება და ევაკუაცია წარმატებით განახორციელეს.