საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისთვის პრეზიდენტმა გამარჯვებულები დააჯილდოვა. ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო ორ ნომინაციაში – პროზაული ნაწარმოებისა და სამეცნიერო ნაშრომის ქართული თარგმანისთვის დაწესდა.
სალომე ზურაბიშვილმა სტუდენტებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდები მომავალშიც ასეთივე წარმატებით გააგრძელებენ მთარგმნელობით საქმიანობას.