საუკეთესო მუზეუმელების დაჯილდოება

საქართველოს საუკეთესო მუზეუმები და მუზეუმელები დაჯილდოვდნენ. ხონის ისტორიული მუზეუმის ირაკლი აბაშიძის სახლ-მუზეუმის გამგე ავთანდილ ფაილოძე, ბათუმში ეთნოგრაფიული მუზეუმის, „ბორჯღალოს“ დამფუძნებელი და დირექტორი ქემალ თურმანიძე და სიღნაღის მუზეუმის მმართველი მარიამ ინანაშვილი. მონაწილეებმა დაათვალიერეს მუზეუმთა ალიანსის მიერ გასულ წელს განხორციელებული პროექტები.

შეგახსენებთ, კულტურის სამინისტროს უწყებრივი ჯილდო – „საუკეთესო მუზეუმელი“ 2022 წლის 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღეს დაფუძნდა და ყოველწლიურად გაიცემა.