საუდის არაბეთში ქალებს სტადიონზე საფეხბურთო მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მიეცათ
საუდის არაბეთში ქალებს სტადიონზე საფეხბურთო მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მიეცათ. პირველი ასეთი მატჩი ქალაქ ჯედში საუდის არაბეთის საფეხბურთო კლუბებს შორის გაიმართა. სტადიონზე მისვლა ქალებს როგორც ოჯახთან ერთად, ასევე მარტოც შეეძლებათ.
მარტში დაწყებული პროგრამის ფარგლებში, ქალებს კინოთეატრებში მისვლაც შეუძლიათ. გასული წლის სექტემბრის ბოლოს, საუდის არაბეთში ქალებს მართვის მოწმობების აღებისა და ავტომობილების მართვის უფლებაც მისცეს. მოხსნილი შეზღუდვების ფარგლებში ასევე გაიხსნა ქალების ავტოსალონიც.
ულტრაკონსერვატიულ ქვეყანაში ქალებმა არჩევნებში მონაწილეობა პირველად 2015 წელს მიიღეს.