„მაგთიკომისთვის“ არასასურველი შედეგით დასრულდა ფიქსირებულ ინტერნეტ-ბაზარზე ჩატარებული ორწლიანი კვლევა.
ევროკავშირის ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ბაზარი არაკონკურენტული გარემოა, „მაგთიკომი“ კი სერიოზულ ძალაუფლებას ფლობს და დომინანტურ პოზიციას იკავებს. დასკვნის მიხედვით, ბაზარზე შესასვლელად კომპანიები სერიოზულ ბარიერებს აწყდებიან, რის გამოც სფეროს წინასწარი რეგულირება და დომინანტი კომპანიისთვის გარკვეული ვალდებულებების დაკისრებაა საჭირო. ოპტიკური ინტერნეტით დაფარვა, აბონენტების რაოდენობა, ინფრასტრუქტურა, მაღალი შემოსავლები – კვლევა ევროკავშირით დადგენილი კრიტერიუმების გამოყენებით ჩატარდა.
„მაგთიკომი“ დასკვნას არ ეთანხმება.