არასახარბიელო შედეგებით დასრულდა საბავშვო სათამაშოების ბაზარზე ჩატარებული პირველი კვლევა.
მონიტორინგმა აჩვენა, რომ რეალიზაციაში ჩაშვებული პროდუქციის დიდი ნაწილი უხარისხოა. გამოიკვეთა ისეთი დარღვევებიც, რომლებიც ბავშვის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მსგავსი შემოწმების ჩატარებას ქვეყანას ევროკავშირთან ექვსი წლის წინ დადებული ასოცირების შეთანხმება ავალდებულებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბაზრის შემოწმება სახელმწიფო უწყებამ დაიწყო. საინტერესოა, რა შედეგებს აჩვენებს სათამაშოების ქიმიური შემადგენლობის კვლევა, რომელიც ორ კვირაში იგეგმება. ექიმები და ექსპერტები უკვე წლებია საუბრობენ, რომ ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობა შესაძლოა სწორედ უხარისხო სათამაშოებს უკავშირდებოდეს.