დაცული ტერიტორიების სააგენტოში ზაფხულის ეკოტურისტული სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან. სათაფლიას ეკოტურისტულ ინფრასტრუქტურას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო სათამაშო მოედანი. მღვიმეში დამონტაჟდა განათების ახალი სისტემა. რესტავრაცია ჩაუტარდა პანორამულ გადმოსახედს, საიდანაც მთელ იმერეთზე ხედი იშლება. ასევე, ტერიტორიაზე დაინერგა ელექტრონული ბილეთების გაყიდვის სისტემა. გასულ წელს სათაფლიას 81 500 ვიზიტორი ესტუმრა. ჩატარებული სამუშაოები დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ადგილზე დაათვალიერა.