სტაბილურია „კოვიდ 19“-ით დაინფიცირებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მედიკოსს ვირუსი მეუღლისგან, ეროვნული ბანკის იმ თანამშრომლისგან გადაედო, რომელსაც ახალი კორონავირუსი ცოტა ხნის წინ დაუდასტურდა.
ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება ყველა ის პირი, ვისთანაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კონტაქტი ჰქონდა. ამასთან, მორიგე პერსონალი თვითიზოლაციისა და საკარანტინო პირობებშია გადასული. „კოვიდ 19“-ით დაინფიცირებული მედიკოსი კი მკურნალობას შესაბამის დაწესებულებაში განაგრძობს. ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსი ლაბორატორიულად მხოლოდ ორ მედიკოსს აქვს დადასტურებული.