ახალ სასწავლო წელს 900-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლით შეხვდა მეცამეტე საჯარო სკოლა ბათუმში.
აჭარის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში უკრაინულ სექტორზე მოსწავლეთა კონტინგენტის გაზრდისთვის მზად არიან. უკრაინელი ბავშვები სკოლაში ქართულ ენასაც შეისწავლიან.
მერაბ წულუკიძე დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი.