სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში. ცესკო-ს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, არჩევნებისთვის დაგეგმილი სიახლეების შესახებ ბენეფიციარებს ინფორმაცია მიაწოდეს. ჩატარდა იმიტირებული კენჭისყრა.