სასწავლო პროცესის განახლება

ქვეყნის დიდი ქალაქების და აჭარის რეგიონის გარდა, მოსწავლეები დღეიდან სასწავლო ოთახებს დაუბრუნდნენ. სწავლა დილიდან დაიწყო ბაღდათის მუნიციპალიტეტის 21 საჯარო სკოლაში. აღნიშნულ სასწავლებლებში მოსწავლეთა გამოცხადების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. სკოლის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ დაცულია ყველა რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის და განათლების სამინისტროების მიერაა გაცემული. სასწავლო პროცესი განახლდა თეთრიწყაროს, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების სკოლებში. თეთრიწყაროს სოფელ ენაგეთის საჯარო სკოლაში დილიდან მოსწავლეთა სრული დასწრება იყო. ყველა სკოლაში მოწყობილია დეზობარიერი, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი.