საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ტრენინგი უტარდებათ.
სასწავლო კურსს კრიმინალური და საპატრულო პოლიციის საშუალო და მაღალი მენეჯერული რგოლის ყველა პოლიციელი გაივლის.
პროექტის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ დამატებით შეიმუშავა ელექტრონული სწავლების მოდული, რომლისთვისაც ვიდეოგაკვეთილი და თემატური აუდიოლექციები მომზადდა. ამავე მოდულის ფარგლებში, პოლიციელებისათვის ხელმისაწვდომია არჩევნების მომწესრიგებელი ნორმატიული მასალაც.