სასულიერო პირის ინფიცირების შემთხვევა

სასულიერო პირის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდ-19“ ვერაზე მდებარე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიის მოძღვარს დაუდასტურდა. ჯერ კიდევ წინა კვირას მღვდელი ღვთისმსახურებას ატარებდა, მან ბოლოს წირვა ხარების მეორე დღეს, 8 აპრილს ჩაატარა. „მოამბესთან“ სატელეფონო საუბრისას ინფიცირებული ჰყვება, რომ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები შვიდ აპრილს, საღამოს დაეწყო.

რაც შეეხება ინფიცირების წყაროს – მოძღვრის და იმ კლინიკის ექთანია, სადაც ბოლო დღეებში „კოვიდ 19“-ის უკვე ხუთი ფაქტია გამოვლენილი. თუმცა, დაუდგენელია, დამ დააინფიცირა ძმა, თუ – პირიქით. ვირუსი დაუდგინდა საპატრიარქოს გარე პერიმეტრის დაცვის თანამშრომელსაც, რომელიც კასპის რაიონის სოფელ ხოვლეში ცხოვრობს.

ჯერ უცნობია, მოახდენს თუ არა სასულიერო პირის დაინფიცირების ფაქტი რაიმე გავლენას აღდგომის ღამის ლიტურგიაზე: საპატრიარქო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.