სასტუმრო „ლეოგრანდში" მომხდარი ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენაში, შესაძლოა, უცხოელი ექსპერტები ჩაერთონ
სასტუმრო „ლეოგრანდში” მომხდარი ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენაში, შესაძლოა, უცხოელი ექსპერტები ჩაერთონ. ამის შესახებ სასტუმროს იურისტმა განაცხადა.
კახა წერეთლის ინფორმაციით, კომპანია გამომწვევი მიზეზების დასადგენად ექსპერტების მოწვევას უცხოეთიდან გეგმავს და მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. თუმცა, ჯერჯერობით, არ ხმაურდება, რომელი ქვეყნიდან ჩამოვლენ სპეციალისტები.
ბათუმში, 24 ნოემბერს მომხდარ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.