აჭარაში ისევ უამინდობაა.
შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე 4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება. სინოპტიკოსები ვითარების გაუარესებას არ გამორიცხავენ. სანაპირო ზოლზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის მანიშნებელია. ასევე, მობილიზებულები არიან მაშველეთა დამატებითი ჯგუფები, ისინი პატრულირებენ სანაპიროზე და ხმის გამაძლიერებლებით მოსახლეობას რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასარიდებლად. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აფრთხილებს მოქალაქეებს, არ შევიდნენ წყალში. კატეგორიულად აკრძალულია მეთვალყურეობის გარეშე, მცირეწლოვანი ბავშვების სანაპიროზე დატოვება.