საშობაო წირვა ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ტაძარში

საშობაო ლიტურგიისათვის უკვე ემზადებიან ზუგდიდში. მრევლი ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო  ტაძარში იკრიბება.

საღვთო ლიტურგიას ზუგდიდისა და ცაიშის, გერმანიისა და ავსტრიის მიტროპოლიტი გერასიმე ჩაატარებს.

ლიტურგია 24 საათზე დაიწყება. მშენებარე საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია 2014 წლიდან ტარდება.