საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეშობის დღესასწაულს აღნიშნავს.
კათოლიკოს პატრიარქის ინიციატივით აღდგენილი საშობაო ალილო წელს მეოცედ იმართება. თბილისში მომლოცველებმა უკვე გაიარეს საზეიმო ტრადიციული გზა და საშობაო ნობათი შეაგროვეს.
მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც ჩვენი კორესპონდენტი თამარ ნადარეიშვილი მუშაობს.