ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება ქართულ ბაზარზე.
ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ სარეალიზაციო პროდუქციის ნაწილი გადაჭარბებული რაოდენობით გადამუშავებულ ცხიმს – ანუ ტრანსცხიმს შეიცავს, რაც განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვისაა საფრთხისშემცველი. მავნე ნივთიერება საქართველოში წარმოებული ტკბილეულის გარდა იმპორტირებულ პროდუქციაშიც აღმოჩნდა. სურსათის უვნებლობის სააგენტომ „მოამბეს“ დღეს შავ სიაში მოხვედრილი იმპორტიორების და მწარმოებლების ჩამონათვალი გამოუგზავნა.